|
2026-11-09 19:19:25, 657 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
6 და 7 ნოემბერს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე წელს საერთაშორისო ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნა. სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ. ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან. ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)