13:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 15:50:14, 2175 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს დედა უნდა ვაგინოთ

 „დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა 20-21 ივნისის მოვლენების დროს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაიწყეს მოწოდებები და შტურმი პარლამენტზე.

„როცა აქცია არის დაგეგმილი, ხუთი დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და მერია გამოყოფს წარმომადგენლებს, აქვს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. როდესაც დაშლა ხდება, წინასწარ ხდება გაფრთხილება. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით. რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე, იყო უმძიმესი. ჩემთვის ასევე მძიმე იყო ისიც, თუ როგორ განვითარდა მერე მოვლენები, ამდენი დაშავებული ადამიანი. რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირ ცემა-ტყეპა. პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics