|
2019-07-13 12:05:43, 2196 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი ზალკალიანის გადადგომას და ქუცნაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
„მიმაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნდა გადადგეს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორ სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ასევე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ურავლესობის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობას შეისწავლის. „მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში. რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „კურიერთან“.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)