13:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 16:34:11, 1843 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ გაამართლოს

 „ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, რიგში, ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა.

 „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შსს მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა. 20 ივნისს აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მეორეს მხრივ მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს რეალურად აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა იზორიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics