02:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 13:18:58, 1609 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე - გახარიას ფსიქიური გადახრები აქვს - ზნედაცემული და გათახსირებული კაცია

 „შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას „ტვ პირველისთვის“ მიცემულ გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არააადეკვატური იყო.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის. ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. ღირსეული მიმდევარი გათახსირებული ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics