13:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 12:31:15, 1649 ნახვა

პოლიტიკა
TI: 2018 წელს, პარლამენტარების მხრიდან სხდომის 1500 გაცდენა დაფიქსირდა, 16 დეპუტატი სიტყვით არ გამოსულა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარმოადგინა, რომელიც 2018 წელს მოიცავს.

 კვლევის ხელმძღვანელი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობასი გამოიკვეთა როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ტენდენციები.

„პოზიტიური ტენდენციებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება, რომელმაც გააუმჯობესა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, ასევე პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი, რომელსაც პარლამენტმა ორჯერ უყარა კენჭი და, საბოლოოდ, 2018 წელს მიიღო. ძალიან დადებითი მოვლენა იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით შეიქმნა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომისიის შედეგების გაზიარება არ მოხდა. უარყოფითი ტენდენციებიდან უნდა აღვნიშნოთ პარლამენტის წევრთა ეთიკური ქცევები. 2018 წელიც გამორჩეული იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით პარლამენტის წევრთა შორის, თუმცა, მაშინდელი მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია. ტრადიციული პრობლემაა პარლამენტის წევრთა მონაწილეობა პლენარულ სხდომებში - 1500 გაცდენა იყო ოჯახური მდგომარეობის გამო. არსებობენ პარლამენტის წევრები, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ სიტყვის უფლებით, ამ მოწვევის პარლამენტში 16 ასეთი წევრია, რომელსაც პირველივე დღიდან, 2018 წლის დასასრულამდე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია“, - აცხადებს ლიკა საჯაია.

კვლევის ხელმძღვანელმა იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

„იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს ქმედითი და ეფექტური მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მათთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმებს იყენებდნენ რეალური ზედამხედველობისთვის და არა ვიწრო პარტიული მიზნებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტმა კონსტრუქციული თანამშრომლობა გააგრძელოს არასამთავრობო სექტორთან.  2018 წელი სწორედ ამითიც იყო გამორჩეული, რომ ჩვენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი ვიყავით, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი დახვეწოს პარლამენტმა და კანონის მიღებამდე მოახდინოს რეგულიაციის ზეგავლენის შეფასება. ეს ჩვენ დაგვიცავს იმისგან, რომ მივიღოთ კანონები, რომლებიც ნაკლებად იქნება გააზრებული“, - განაცხადა ლიკა საჯაიამ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics