|
2019-07-12 12:15:18, 1217 ნახვა
პოლიტიკა
მელია ივანიშვილს და გახარიას: ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“
„ივანიშვილო და გახარიავ, თქვენ დგახართ ავტობუსების არასწორ მხარეს“, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და შს მინისტს, გიორგი გახარიას მიმართა. როგორც მელია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, 20 ივნისის ღამე იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია. ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, სახეში, ესროდნენ ხელებაწეულ, მომღიმარ ადამიანებს. არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის. წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში, სულ მცირე, ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე და სამართლებრივი შეფასებები მომავალს და სასამართლოს მივანდოთ. რაც შეეხება, ამ ყველაფრის პოლიტიკურ შეფასებას. ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“ თავიანთი დანაშაულებების გადასაფარად მათ სცადეს საზოგადოების ყურადღების გადატანა არარსებულ საკითხებზე. მათ ცადეს ჩემი გაჩერება ე.წ. ელექტრონული ბორკილებით. ივანიშვილო და გახარიავ, თქვენ დგახართ ავტობუსების არასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს : „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგავართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება „ ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“ თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის. ისტორიის სწორ მხარეს კი ჩვენ გვწამს, გვწამს რომ: საქართველო იქნება დამოუკიდებელი; საქართველო იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა; საქართველო იქნება წარმატებული და მდიდარი; და ამ ყველაფერში ლომის წვლილი უკვე შეიტანა ამ ქვეყნის მომავალმა - თავისუფალმა, მებრძოლმა, ჯიუტმა ახალგაზრდებმა. ეს მართალი ადამიანები არ დათმოებენ, აღარ დათმობენ, მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი - მთელი ცხოვრება და ცხოვრებას არავის დააკარგვინებენ. თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პატრიოტიზმის და ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია და არაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც გრძნობ რომ მართალი ხარ და 100 % ით ზუსტად იქ დგეხარ, სადაც უნდა იდგე. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმაზე მალე ვიდრე თავად ჩვენ გვგონია“, წერს ნიკა მელია.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)