|
2019-07-11 18:30:08, 1633 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაილ როთი აცხადებს, რომ "აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის“. გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. მინდა მკაფიოდ გითხრათ, აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნად. გვჭირდება ღია, კონსტრუქციული დიალოგი იმისთვის, რომ უთანხმოებები გადავლახოთ. ევროგაერთიანება, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების კავშირი, ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასთან ბრძოლა და უმცირესობების პატივისცემა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, გახდეს ამ პროცესის მთავარი ნაწილი, ტრანსფორმაცია გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოლოს ღირებულ შედეგს ვიღებთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)