|
2019-07-11 11:30:05, 1367 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი: ნუ დავმალავთ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში გაფართოებას ეჭვით უყურებს
„თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, მას ეს ეჭვები არ აწუხებს, თუმცა საქარელოში ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს პარტნიორ ქვეყნებში. საქართველო უნდა ვახსენო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ეს უსაფრთხოების საკითხები ძალიან დიდ გამოწვევად უდგას. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შექმნილა, როგორც კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, მას აქვს თავისი ღირებულებები. ამ ღირებულებებით იგი ცდილობს დაადგინოს სტაბილურობა ქვეყანაში და გააძლიეროს მისი მედეგობა სხვადასხვა გამოწვევებისა თუ პრობლემების წინაშე. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა, სწორი მართმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში - არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს ამ გაფართოებას. მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება და ყველასთან ერთნაიარად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დე ფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ტუსკმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)