02:36 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 13:58:07, 1476 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე პუტინის განცხადებაზე: გუშინ ჩვენი საზოგადოება ისტორიის დამახინჯების მცდელობის მოწმე გახდა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც საქართველო „აფხაზეთის ოკუპაციისა ოსეთის გენოციდში“ დაადანაშაულა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოება ისტორიული ფაქტების დამახინჯების მოწმე გახდა.

„ყველაფერი 1921 წლის ოკუპაციით დამთავრდა, რაც იმის შედეგი იყო,  რომ საქართველოს საზოგადოება ზუსტად ისეთივე გახლეჩილი იყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ... თუ გავაგრძელეთ ის, რომ რუსთაველის პროსპექტი ისევ გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას თავის მტრად, ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ისევ უნდობლობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპის კავშირთან, სადან ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, საქართველოს ინტერესების წინ წაწევას ვცდეილობდეთ, ამის მაგვრად ისევ ანგარიშსწორებით ვართ დაკავებული. სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics