|
2019-07-10 11:21:38, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ბერენტი - თუ გაბუნიას აქვს საშუალება გააკეთოს არაპროფესიონალური კომენტარი, პოლიტიკოსსაც აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია
თუ გამოხატვის თავისუფლება გაბუნიას საშუალებას აძლევს გააკეთოს არაპროფესიონალური კომენტარი, ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს, რომ ჰქონდეთ რეაქცია“, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. მარკ ბერენტმა „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების რეაქცია შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლება საკმაოდ რთული რამ არის. „გამოხატვის თავისუფლება საკმაოდ რთული რამ არის. თუ ის აძლევს გაბუნიას საშუალებას გააკეთოს ასეთი არაპროფესიონალური კომენტარი, მაშინ ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს ან საზოგადოებას, რომ ჰქონდეთ რეაქცია, თუნდაც ის იყოს ძალიან მკაცრი. თუ გამოხატვის თავისუფლება აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ შეუარცხყოფა მომაყენოს, თუნდაც ძალიან მძიმე ფორმებში, მაშინ მეც მაქვს უფლება, რომ ვთქვა, რამდენად შეურაცხყოფილი ვარ. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადააჭარბეს თავიანთ უფლებას, გამოხატონ საკუთარი აზრი. ბატონი ვოლსკის კომენტარი გამოძიებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სანერვიულო ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ მას, რეალურად, ექნებოდა გამოძიების დაწყების ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მისი, პარტიის წევრის უფლება, დააფიქსიროს აზრი“, - აღნიშნა მარკ ბერენტმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რაიმე ნიშნებს ხელისუფლების გამოხმაურებებში? მარკ ბერენტმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა. ვერ ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება ამით შეიზღუდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. პრობლემა ხელისუფლების მხრიდან მედიის ცენზურა არაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედია გამოცემებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს გამხდარიყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ მედია გამოცემებისა და მათ მფლობელების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში ბატონი გაბუნიას მგსავსი ინციდენტები არსებობს, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ჟურნალისტს გადაეხვია იმ ხაზიდან, რომელიც მედია საშუალებას აქვს, მიუხედავად იმ ტონისა, რასაც ისინი იყენებენ. რაც შეეხება, „რუსთავი 2“-ის რექციას, ეს იყო შესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ მედია საშუალებამ (ასევე ჟურნალისტების დიდმა წრემ) უნდა აღასრულოს პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და არა სახელმწიფომ“, - აღნიშნა მან. Freedom House-ის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთის განცხადება გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი შეფასებით, მონოლოგი იყო არაპროფესიონალური, თუმცა არანაირად უკანონო. „რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი კომენტარი „პოსტკრიპტუმში“, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო. ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის“, - განაცხადა ბერენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)