17:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 17:02:53, 589 ნახვა

საზოგადოება
ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ცვლილებას გამოიწვევს

ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ცვლილებას გამოიწვევს, - ამის შესახებ განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად კვლავ საჭიროა ორთაჭალაჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა. 

„აღნიშნულიდან გამომდინარე 4 ივლისს 21:00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics