|
2019-07-08 12:28:22, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება ცივილიზაციის ჩარჩოებს სცდება
პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ვოლსკის შეფასებით, „პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას“. მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ომი. „ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია - „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა. უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ, ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მისცემს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)