|
2019-07-08 00:19:24, 1154 ნახვა
პოლიტიკა
გარამია - R2 არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს
"რუსთავი 2" არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს" - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა "კვირის აქცენტების" ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ამ კომენტარით ის გადაცემა "კურიერი P.S."-ში, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ შესავალს გამოეხმაურა, სადაც გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. „ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი თავის დაცვის ინტერესად მიიჩნევს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს და შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე მიიჩნევს გამართლებულად. არხის ეთერში თვითგამოხატვას, იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს თავისი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც დამირღვევია არაერთხელ, თუმცა ამ დარღვევასაც აქვს მისი ფორმა. წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებას და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში და ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს, ეს არის ნომერ პირველი არხი საქართველოში. და მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს რუსეთთან გიორგი გაბუნიას დამოკიდებულებას, სხვა შემთხვევაში ის არ იქნებოდა ამ არხის წამყვანი, სახე თუ მთავარი არა, მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევს, რომ მას პირადად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროევროპული მიმართულებით საქართველოს წაყვანაში აქვს ძალიან დიდი შრომა გაწეული, როგორც ამ არხის ყველა ჟურნალისტს, წამყვანს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვით გამოხატვა არხს მიაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებლად კიდევ ერთხელ არხის სტანდარტებისა და ედიტორიალისათვის. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე არხის თვითრეგულაციის ფარგლებში და აუცილებლად მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას ავტორთან დაკავშირებით. ეს არის საავტორო ტექსტი, საავტორო გადაცემა და მასში ჩარევა არ ხდება. ეს არხის პოზიციაა. ისევე როგორც ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში, ისევე როგორც ეკას ედიტორიალში. არხი ამას წინასწარ არ გადის და არ თანხმდება ეს ასე ვთქვათ რაღაც ვერტიკალზე, ამაშია არხის სიძლიერე. მაგრამ ეს თავისუფლება რომელსაც არხი განიჭებს ითვალისწინებს პასუხისმგებლობასაც არ დააზიანო არხი და არ დააზიანო მისი სარედაქციო პოლიტიკა თუ ის როგორ გამოიყურება არხი. რაც შეეხება იმას, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი იყო მაპროვოცირებელი და ამის გამო შეიძლება რუსეთი საქართველოს თავს დაესხას და დაბომბოს, ამაზეც უნდა გავაკეთო განცხადება. მეგობრებო, გაბუნიას გაჩენამდე ძალიან დიდი ხნით ადრე, მისი დედის გაჩენამდეც ძალიან დიდი ხნით ადრე, რუსეთი აკეთებდა საქართველოში იმას რასაც აკეთებს დღემდე. რუსეთს არ სჭირდება არავითარი დამატებითი მაპროვოცირებელი ფაქტორები, მითუმეტეს კონკრეტული არხის, კონკრეტული წამყვანის ტექსტის სახით. არც მიხეილ სააკაშვილის ტექსტებზე, რომ იყო აპელირება, ზუსტად იგივე მავნებლობის გაგრძელებაა რომ ვითომ მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია რუსეთი. პარალელს არ ვავლებ, ის პრეზიდენტი იყო მაგრამ ის გაცილებით უფრო მოზომილი იყო, მაგრამ მისი ტექსტები პუტინის წინააღმდეგ ყველა გამოგონილია. აი ეს ლეგენდების ნაწილი, ხელახლა დაიწყო თხზვა ვინც მანამდე თხზავდნენ. და უბრალოდ დასაცინია, რომ თითქოს გაბუნიას რომელიმე გამონათქვამმა შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. მეორე, პუტინის გინება როგორ შეიძლება დედის საფლავამდე ჩახვიდე და ა.შ. თქვენ ვის უკითხავთ ლექციებს? მე იმ საფლავებს საერთოდ ვერ ვნახულობ პუტინის გამო. აი, იმ საფლავებს, რომელიც პუტინს აგინეს. მე სოხუმში მაქვს ეს საფლავები და საერთოდ ვერ ვნახულობ ამ პუტინის გამო. აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება პუტინთან დაკავშირებით, უბრალოდ კადრების საკითხია რამდენის უფლებას მისცემ საკუთარ თავს საჯაროდ. რას ჰქვია პუტინის გინება არ შეიძლება, დედის საფლავი რა შუაშია? ყველაფერი შუაშია როდესაც ჩემი საფლავი და ჩემნაირების საფლავები საერთოდ ხელმიუწვდომელია ჩვენთვის, აი ეს ლატენტური რუსები რომლებიც ახლა გამოეყარენ გარეთ და ლაპარაკობენ, და ასევე ქოცები რომლებიც იგივე აზრს იზიარებენ რომ რუსთავი 2 ს თითქოს შეუძლია ომი გამოიწვიოს რუსეთ საქართველოს შორის, ზუსტად ეს ადამიანები იწვევთ პუტინს საქარველოში. ეპატიჟებით მას საქართველოში და შემოგყავთ თქვენი რბილი ძალით და ბევრად უარეს გინებას იმსახურებთ იმისათვის არასაეთეროდ ვიდრე გაბუნიამ დღეს პუტინის მისამართით გააგზავნა. ენა ჩაიწყვიტეთ. თქვენ მიგყავთ საქართველო რუსეთისკენ, ჩვენ რუსული ხელისუფლება გვხურავს და გაბუნიამ სისულელე რომ გააკეთა, უგემოვნობა და იდიოტიზმი აი იმ ნერვული სისტემის ბრალია რომელმაც გაიხა დრეს ეთერში. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად თქვენ მიერ შემოყვანილი რუსები ხურავენ ამ არხის. გაბუნიას ბრალი ის არის რომ უდონოდ და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს ეს რა ხდება. აი იმ უდონო ჟურნალისტებს, რომლებიც ზურგში ედგნენ რუსეთისადანმართულ გადამტრიალებელს, აი იმ ჟურნალისტებს რომელსაც დრონი რომ მარსზე ჰყავს იმედს და იმ საშინელებებს თესავს ახალგაზრდების წინააღმდეგ სიტყვა არ ამოუღიათ თავის პროფესიაში დარჩენასთან დაკავშირებით და გაბუნიას გინებაზე ახსენდებათ პროფესიიდან წასვლა. აი ეს არის გაბუნიას დანაშაული რომ მათ მორალური უპირატესობა მისცა. გაბუნიას დანაშაულია, ბიძინას მარცხენა სათესლე ჯირკვლის (კოკა ყანდიაშვილი) განცხადება ერთად დავამთავროთ რუსთავი ორი. ამ იდიოტს რომ ათქმევინა და მორალური უპირატესობა მისცა, თუნდაც ერთი წამით. ეგ არის გაბუნიას მთავარი დანაშაული დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)