|
2019-07-05 12:06:53, 1277 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. გავრილოვის სიის შედგენის შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა. მათი განცხადებით, ართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი. ასევე უნდა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ. დადგენილება ხუთ პუნქტიანია. "საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი. 2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, ფორმალურად აქვთ თუ არა მათ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 3. დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მოსმენები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესასწავლად და დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია და შესაბამისად ითანამშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი. აღნიშნულ სიაში შეყვანილ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას. 4. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაადგინოს საერთაშორისო სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც მიზანშეწონილი იქნება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ. 5. საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, დადგენილების მიღებიდან 2 თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია და სანქციები, რომლის მოთხოვნითაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას", - ნათქვამია დადგენილებაში.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)