|
2019-07-05 10:09:28, 1126 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მუშაობას მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-19 ჯგუფი იწყებს
მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 5 ივლისს 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიას მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ავრცელებს. მოხალისეების ფიცის დადების ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 12:00-დან 13:30 საათამდე გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან: ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ამერიკის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები. მათივე ცნობით, ეს მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფია, რომელიც საქართველოში იმსახურებს. „მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის პროგრამის 34 დაორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის 8მოხალისე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტკვირიანი წინა-სამსახურეობრივი ტრენინგი. ტრეინინგიმოიცავდა ქართული ენისა და და კულტურის სწავლებას, სამსახურთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ინტეგრაციისა და ადაპტაციის მიზნით მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ ხაშურისა და ქარელის რაიონებში. ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, და სამცხე-ჯავახეთი. მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოქმედებს საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევით და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც ქართველებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა ქართველ ხალხთან ერთად. მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ 1961 წლის 1 მარტის ბრძანებულებით მშვიდობის კორპუსი დააარსა, 235.000-ზე მეტმა ამერიკელმა იმსახურა 141 მასპინძელ ქვეყანაში. დღეს, 7000 -ზე მეტი მოხალისე მუშაობს ადგილობრივ თემებთან 62 ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებად მიიღებიან მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები და მშვიდობის კორპუსში მოხალისეობა 27 თვეს გრძელდება.ორგანიზაციის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის დანერგვას და უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის ხალხებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)