|
2019-07-04 11:00:41, 1156 ნახვა
პოლიტიკა
კოპალიანი: მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა?!
საპარლამენტო უმრავლესობს წევრი კარლო კოპალიანი 2011 წლის 26 მაისის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ მომიტინგეთა დარბევას ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც 20 ივნსისს, პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედგა სათავეში. „მე კარგად მახსოვს, 26 მაისის მიტინგის მონაწილე ვარ, მაშინ დეპუტატი გახლდით და პარლამენტის წინ ვიდექი. ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო ხალხზე ნადირობა, საკუთარ ხალხზე ძალადობა. იმ ღამეს ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, დაახლოებით 2000 მომიტინგეს თავს დაესხა 4-5 ათასი ადამიანი, ბრძანება იყო გაცემული, რაც უფრო მეტ ადამიანს სცემდნენ, უფრო მეტ პრემიას მიიღებდნენ, უფრო მეტად დაფასდებოდა მათი გარჯა. ამას ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობას ხელმძღვანელობდა. მე ვნახე რუსთაველის პროსპექტზე სისხლით მორწყული ქუჩები. როდესაც დამაკავეს, სამოქალაქო ფორმიანი, ალბათ მაშინდელი კუდის თანამშრომელი იყო, რომელმაც გააფრთხილა სპეცრაზმელები, ეს პარლამენტის წევრია და ცოტა ფრთხილად მოეპყარითო, რაც მანამდე მომხვდა, სამჯერ მეტი მომხვდა ამის შემდეგ. მათზე არ მოქმედებდა პარლამენტის წევრობა. ნიკა მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს იმუნიტეტი? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა. ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემს გვერდით, პარლამენტში სხედან. ამ ადამიანების ჩადენილია ეს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ მათ არავითარი უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ვინმეს გადადგომაზე და საერთოდ, მე მათ ოპოზიციას არ ვუწოდებ. ისინი არიან ქართველი ხალხის სისხლში და ცრემლში ყელამდე ჩამდგარი ადამიანები“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)