|
2019-07-04 00:59:01, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი- პოლიციას თავს ესხმოდნენ და საერთო ჯამში სრულიად ლეგიტიმურია ის რაც გააკეთეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ , ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან და მას შემდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ამერიკის საელჩოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ის რაც მოხდა იყო ძალიან მძიმე, არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვინც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, არამედ ქართული პოლიციისთვისაც და ჩემთვისაც პირადად. დარწმუნებული ვარ რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნისთვის ეს მძიმე საკითხი აღელვებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ, არამედ თითოეულ პოლიციელს. ის რაც საზოგადოებამ კარგად იხილა, გარკვეული ფაქტები სადაც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება რომ გამოიკვეთოს, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა როგორც მოგეხსენებათ აწარმოებს გამოძიებას. არ ვიცი შეილება სუბიექტური ვიყო შეფასებაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე საქმეა, საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, უამრავი კამერის ჩანაწერია ამოსაღები, ასობით და ათასობით ადამიანია დასაკითხი და ბუნებრივია ის, რომ 24 საათში და 48 საათში გამოძიება ვერ დასრულდება. რაც შეეხება ჩვენს ინტერესს, ჩვენს ინტერესშია რომ ეს გამოძიება მალე დასრულდეს, იმიტომ რომ ყველა ის კითხვა, რაც არსებობს სამინისტროს და ჩვენი მოქმედებების მიმართ, პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ ამ კითხვებს ობიექტური პასუხები გაეცეს
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)