|
2019-07-01 17:14:29, 1501 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პროპორციული არჩევნების გზით პოლიტიკურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას საზოგადოებაც აიღებს
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლისთვის დაგეგმილ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სისტემის ასამუშავებლად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სისტემაში აგრესია და პოლარიზაცია შემცირდეს, რაც თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა. "ჩვენ დღეს წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გარდატეხას შეიტანს პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. რეალურად, საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ნულოვანი ბარიერის პირობებში პოლიტიკური პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილებების მიღება მაქსიმალურად ფართო კონსესუსით იქნება შესაძლებელი. ეს სჭირდება დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და საზოგადოებას და, ზუსტად ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავდგით პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით. ბუნებრივია, ამგვარ სისტემას სჭირდება ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში შემცირდეს აგრესია და პოლარიზაცია და ეს თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შედეგად, ნულოვანი ბარიერის პირობებში, საზოგადოებას პოლიტიკურ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რადგან მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური სუბიექტებიც კი პარლამენტში მოხვდებიან. კობახიძემ გადაუნაწილებელ მანდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტექნიკური დეტალის გადასაწყვეტად ყველა შემოთავაზებულ ინიციატივას განიხილავენ. "პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელსაც ექნება თუნდაც მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამას უზრუნველყოფს პროპორციული სისტემა და მის პირობებში მაქსიმალურად ზუსტად იქნება ასახული საზოგადოების წარმომადგენლობა პარლამენტში. არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ თავად საზოგადოება აიღებს სრულად პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პროცესებზე და ეს არის მთავარი მიღწევა იმ ინიციატივის, რომელიც დღეს წარვადგინეთ. რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, რეალურად საუბარია 2-3 მანდატზე, ეს არის ტექნიკის საკითხი. გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა და ყველა მათგანზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)