|
2019-06-30 13:21:55, 2005 ნახვა
პოლიტიკა
11 უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტი ბიძინა ივანიშვილს წერილს უგზავნის
ახალგაზრდები პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ქვეყნის 11 უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტს აერთიანებს. "ექსპრესნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ. „უპირველეს ყოვლისა, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მძიმე მოვლენებს. ჩვენი თაობისა და სრულიად საზოგადოების სამართლიან მღელვარებასა და პროტესტს, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მალევე აღიარა არსებული, თუმცა ესკალაციის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხერხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება. იმ პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებს ამ გზით ხელისუფლების ცვლილება წარმოუდგენლად მიაჩნდათ. 2014 წელს თქვენი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიღწევას ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ამოქმედებას შენგენის ზონის ქვეყნებთან. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია. დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში. ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის“,-ნათქვამია წერილში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)