08:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 14:13:33, 1715 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი“ ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.

როგორც „გირჩის“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაშია ნათქვამი, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა  სრულად „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

მათივე მტკიცებით,  ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მალე გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში.

„ჩვენი აზრით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ შეძლოს მშვიდად მისვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.  ეს არის ნომერ პირველი რისკი ქვეყნისთვის, და ამავე დროს, ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის.  ახლა მნიშვნელოვანია ისეთ ქმედებებზე შეთანხმება, რომლებიც ერთი მხრივ ბოლომდე არ ჩამოშლის ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ცივილიზებულად, გასაგები და სამართლიანი პოლიტიკური თამაშის წესებით მიგვიყვანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ხელისუფლებამ  სასწრაფოდ  უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს შსს მინისტრი. ნებისმიერი გაჭიანურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

სწრაფად უნდა დაიწყოს დიალოგი და აქტიური სამუშაო პროცესი უბარიერო, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

ლეგიტიმაციის არ ქონის გამო, ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი:

ა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე

ბ. ახალი ეკონომიკური რეგულაციების (მაგ. საბანკო, სამშენებლო, ტაქსების და ა.შ.)  მიღებაზე, რომლებიც ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას.

გ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობაზე

ნებისმიერ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსაც ესმის თუ რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა,  გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ამ სისტემის მთავარი ღირებულებაა შეთანხმებებით და კომპრომისების გზით სიარული, რომელიც  სინამდვილეში ახლაა დასაწყები“, - აღნიშნულია „გირჩის“პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics