08:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 21:14:05, 1562 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი: თუ რეზინის ტყვიები ლეტალურია, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და პასუხს ვაგებ კანონის წინაშე

 „თუ ეს ტყვიები არის ლეტალური, მაშინ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ისროლეს აქციის დარბევისას ტყვიები, რომლებიც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილს იწვევდეს.

შს მინისტრის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, მიუხედავად ამისა, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

 „რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, აქ რთულია მორალური განზომილებიდან საუბარი და რთულია გარკვეული შეფასებების მიცემა, რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები. მე ეს ძალიან კარგად მესმის. რა თქმა უნდა, მე ჩემს პასუხისმგებლობიანად ვზივარ დღეს აქ და ავხსნი რატომ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში და თითოეულ ჩემს სიტყვას კარგად ვაცნობიერებ აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. არცერთი რეზინის ტყვია,  რომელიც აკრძალულია არ არის ლეტალური. ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის პროტოკოლად გამოყენების საკითხი არის გამოძიების საგანი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და მე არ მივცემ ახლა ამას მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დამატებით რეზინის ტყვიები ნაყიდი არ ყოფილა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენება ან არ გამოყენებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი რაც ამ ღონისძიებას შეეხება არის ჩემი პასუხისმგებლობა. რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. ყველაფერი, რაც ამ ღამეს მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა. თუ ეს ტყვიები არის ლეტალური და ამას გამოძიება დაადგენს მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე. ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა იყო ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. სანამ არ დასრულდება გამოძიება მე ვრჩები თანამდებობაზე. როგორც კი დავასრულებ ამ ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ მაქვს მე ამ სავარძელში ჯდომის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics