07:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 19:06:03, 1489 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: „ევროპული საქართველო“ აქ არ ზის, რომელიც აქციაზე ყველაფერს მელიას ტრა*ით აკეთებდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, მიუღებელია რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ნიკა მელია მარტო დატოვეს.

„ზოგადად, ძალიან მძიმეა ის ვითარება, როდესაც პარლამენტი ჩადგა იმ რეჟიმში, როდესაც მან ადამიანის თავისუფლება/ართავისუფლებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს თვითონ ამ გადაწყვეტილებას ართულებს. მაგრამ მე ზოგადად მირთულებს გადაწყვეტილებას ისიც, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. მესამე და ყველაზე უფრო მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ის, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის. მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმიტომ, რომ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას „ტრაკით“ აკეთებდნენ ყველაფერს იმ დღეებში. ისინი დღეს არ ზიან და ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს. ეგ არის სამწუხარო. ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე ამ ცუდი სიტყვის გამოყენებისთვის, აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics