06:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 13:03:07, 1067 ნახვა

პოლიტიკა
კოპალიანი გოცირიძეს: ცინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან

 „2012 წლიდან ვამბობდი ამას, რომ ასეთ ადამიანებთან კოჰაბიტაცია და ლაპარაკი შეუძლებელია. ეს ის ხალხია, რომელსაც ჭირივით ეზარება საკუთარი საზოგადოება. პატარა ბიჭებს მიუშვებენ სახელმწიფო შენობაზე და მერე თვითონ ვირთხებივით იმალებიან“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ოპონენტებს მიმართა.

უმრავლესობის წევრს ენმ-ს წევრმა ბოკუჩავამ საუბარი შეაწყვეტინა და სხდომის წამყვანებს მიმართა: „ეს კომუნისტი რომ არ ალაპარკოთ არ შეიძლება?! გავრილოვის პარტიის წევრს ალაპარაკებთ ახლა თქვენ.

მიუხედავად ამისა, კოპალიანს საუბარი არ შეუწყვეტია.

„თქვენთვის რუსეთი მიუღებელია ამ შემთხვევაში, მაგრამ ივანოვი რომ შემოგიძღვათ ამ შენობაში, მაშინ მისაღები იყო. ივანოვი არ იყო 2003 წელს თქვენს გვერდით?! თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. თქვენ ხართ ის ადამაინები, ვინც დღენახევარში ჩააბარეთ საქართველო რუსეთს. „თეთრი საროჩკიანების რევოლუცია“ მოგინდათ თქვენ. ეგრე არ გამოვა. თქვენ ჩვენს ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ.  კაცებო გააჩერეთ ეს ქალი(თინა ბოკუჩავა)“, - განაცხადა კოპალიანმა.

ამასთან კოპალიანმა დასძინა: „ცინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან. გოცირიძეს ვეუბნები“.

შემდეგ კი უმრავესობის წევრმა საუბარი გააგრძელა.

„როდის დამთავრდება ამ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, 9 წელი დედას რომ ტირობდნენ ამ ქვეყანას. 7 წელი გავიდა. როდის დაბრუნდება ქონებები, როდის გასამართლდებიან ის ადამიანები, ვინც „კასტილებით“ აუპატიურებდა ადამიანებს. ამათ იციან ბესო ტაბატაძის სახელი და გვარი, ცალი თვალით რომ დადის დღესაც? გაგიგიგათ ასათიანი და კვინტრაძე, რომლებიც მაღაზიის თავებზე შემოდეთ? ორ „ტრუპს“ ვერ ცდებით ხომ ხედავთ თქვე საცოდავებო“, - მიმართა კარლო კოპალიანმა ოპოზიციას.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics