|
2019-06-25 13:24:36, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია „ოცნებას“ - ქვეყანაში ისევ ის ძალადობრივი რეჟიმი მოგყავთ! თუ ამას ვერ ხვდებით, სახლში წადით!
„თქვენ ვერ ხვდებით, რომ ამ უგუნური ქმედებით, რასაც ჩადიხართ, ქვეყანაში ის ძალადობრივი რეჟიმი მოგყავთ ისევ?! თუ ამას ვერ ხვდებით მეგობრებო, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგას ქუჩაში“, - ასე მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მან მმართველი გუნდის წევრები მწვავედ გააკრიტიკა და მიუთითა, რომ ისინი არა ოპოზიციის, არამედ ხალხის საპირისპირო მხარეს აღმოჩდნენ. „მე მივმართავ „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, ვისაც მივიჩნევ ჯერ კიდევ იმ ადამიანებად, ვისაც აქვს განცდა იმისა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, ვისაც უბრძოლია და ვისაც 7 ნოემბერიც გაუვლია, 26 მაისიც, 6 მაისიც და ბევრი სხვა რამ. თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? ხალხო თქვენ ვერ აცნობიერებთ რომ თქვენს პირისპირ დადგა არა ის ადამიანები, ვინც ეხლა დარბაზიდან გავიდნენ, არამედ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია. მე მაინტერესებს, იმ ადამიანებს ვეკითხები ვინც ქუჩაში და ჩემთან ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის. თქვენ ვერ ხვდებით ეხლა, რომ ამ უგუნური ქმედებით, რასაც ჩადიხართ, ამ ვითომ გადაფარებით, რომ მოგყავთ ქვეყანაში ის ძალადობრივი რეჟიმი ისევ?! თუ ამას ვერ ხვდებით მეგობრებო, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგას ქუჩაში“, - განაცხადა ბესელიამ. დეპუტატმა საპროტესტო აქციის დაშლაზეც გაამახვილა ყურადღება და „ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, რატომ არ იდგნენ 20-21 ივნისის ღამეს მოქალაქეების გვერდით. მანვე დასძინა, რომ მომხდარის გამო, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „სად იყავით იმ ღამეს, სადაც პოლიციელები, რომლებიც იგერიებდნენ რამდენიმე საათი თავდასხმას. სად იყავით როდესაც მაკოს და 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როდესაც აღარ იყო პარლამენტში შემოჭრის საფრთხე, სად იყავით მაშინ?! ოთახში კი ნუ იმალებოდი მიშა [მიხეილ ყაველაშვილი] ქუჩაში უნდა გასულიყავი და გადაფარებოდი იმ ბავშვებს, ვისაც თვალი დათხარეს. ხმას დაუწიეთ! სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე! გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, რომლებსაც დასდევნენ, არ ვიცი ვისი ბრძანებით. რა გინდათ, თქვათ რომ ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? ეხლა რომ მიყურებთ ესე ურცხვად, ამიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც ასე იქცეოდნენ. სადარბაზოებში აქციის მონაწილეების ცემასა და დევნაზე არ მიგაჩნიათ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტრმა? ან იმ სავარძელში გავრილოვი რომ ჩასკუპდა, არც ერთს არ გეყოთ გონიერება რომ არ შეიძლებოდა იმ ღონისძიების დაგეგმვა? სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით და ჩამოგეყვანათ ის ადამიანი, ან მაშინ სად იყავით რომ გეუბნებოდით ეს კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს თქო?! თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა რომ მიხვედრილიყავით რა ხდებოდა?! არაფრის მომცემი გადაფარება, ეს წყალგასული ბოდიშები, რომელიც არაფერს არ გავს გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გვეპატიება, ეს ყველაფერი მთავრდება ძალიან ცუდად. თუ თქვენ ვერ გრძნობთ, ხალხის წინაშე როგორ დგახართ საპირისპირო მხარეს, მაშინ შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მე მადარდებს ის, რომ წარსულში დაბრუნების საფრთხეს ვხედავ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)