06:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 10:42:04, 1030 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების დაბრუნებაზე: ეს იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც ის ჩადის

 „ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი სჩადის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საკითხს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა,  აგრესორს ხმის უფლება არ უნდა დაუბრუნდეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართველოში. ვსაუბრობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აჩვენა სრული უპატივცემულობა ამ ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ამ ორგანიზაციის სრული უპატივცემულობა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას, ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ჩემი რამდენიმე კოლეგისგან მოვისმინე, შეცვლის თუ არა რამეს სანქციები. სულ ცოტა, სანქციები არის გზავნილი, რომ ეს არ არის მისაღები და ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნებით, ჩვენ ვამბობთ, რომ მისი ქცევა ნორმალურია. ახდენ მეზობლების ოკუპაციას, არაუშავს, შენ შეგიძლია უკან დაბრუნება. აწამებ მშვიდობიან მოქალაქეებს, არაუშავს, შეგიძლია, უკან დაბრუნდე. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის. ძვირფასო კოლეგებო, არ მინდა, ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთი ჩადის და იმედი მაქვს, რომ ეს არც თქვენ გსურთ“,  - განაცხადა დავით ბაქრაძემ სტრასბურგში გამართულ დებატებზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics