|
2019-06-24 18:20:51, 1106 ნახვა
პოლიტიკა
საია - უნაკლო საარჩევნო სისტემა არ არსებობს, თუმცა პროპორციულს რამდენიმე უპირატესობა აქვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას აფასებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, უნაკლო საარჩევნო სისტემა არ არსებობს, თუმცა შემოთავაზებულ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს: „დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დაანონსა. დღევანდელ განცხადებაში ბოლომდე ნათელი არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემის რომელ მოდიფიკაციაზე საუბრობს მმართველი პარტია, მაგრამ ვინაიდან ყველაზე აქტუალური 150-ივე დეპუტატის ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევაა საია ამ მოდელს შეაფასებს. ასეთ პირობებში ბუნებრივი ბარიერის პირობებში პარტიებისთვის პარლამენტში ერთი მანდატის მისაღებად საჭირო დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უნაკლო საარჩევნო სისტემა და ზემოთ განხილულ ვერსიასაც გააჩნია სუსტი მხარეები. კერძოდ, ის ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას. თუმცა შემოთავაზებულ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ფაქტობრივად ყველა ამომრჩეველს ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, შედეგად „ჰაერში გაფანტული ხმების“ (ხმები, რომელთა ერთობლიობა არ არის საკმარისი ამ ხმების ადრესატი პარტიის მიერ ბარიერის გადასალახად) ოდენობა მინიმუმამდე მცირდება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 19.2% დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ყოველ მე-5 ამომრჩეველს პოლიტიკაში წარმომადგენელი არ ჰყავს; პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და მათ ელექტორალური მხარდაჭერა თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევა, როდესაც პარტიას მიღებული ხმების არაპროპორციული წარმომადგენლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში. მაგ. 2016 წლის არჩევნებში მმართველმა გუნდმა ხმების 48.68% მიიღო, ხოლო მანდატების 76.7% ერგო; ამგვარად ფორმირებული პარლამენტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ამომრჩევლის განწყობას. ბუნებრივი ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ სარკისებურად, მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს. ეს არგუმენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთისგან გამომდინარეობს, თუმცა, თავს იყრის მთავარ შედეგში: თითქმის არ რჩება საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მსჯელობის პროცესში არ არის ჩართული და რომლის პოზიციაც მაღალი ტრიბუნიდან არ ისმის. ეს კი ზრდის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და ხელს უწყობს სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარებას. საია მოუწოდებს ხელისუფლებას ფართო დისკუსიის საფუძველზე ბოლომდე მიიყვანოს დაანონსებული ცვლილებები“, - აცხადებენ საია-ში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)