04:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 14:25:15, 1248 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კეპულაძე - რუსეთიდან ფრენების აკრძალვით, ქვეყნის ზარალი 250-300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი არ იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძის განმარტებით, რუსეთმა საჰაერო შემოსვლა, რომ საერთოდ გააუქმოს და სახმელეთო გზით შემოსვლაც განახევრდეს, დანაკარგი 250-300 მილიონ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს.

როგორც კეპულაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქცია საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზარალს ვერ მიაყენებს.

„რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9% ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, #პუტინხუილო და ვერავის გადაუღუნოს!“- წერს გიორგი კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.  პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics