04:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 19:23:31, 1031 ნახვა

პოლიტიკა
თსუ-ის სტუდენტების ნაწილი მოითხოვს ირაკლი კობახიძემ ლექციები აღარ ჩაატაროს

 „დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი!“ - ამ სახელწოდებით პეტიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა გაავრცელა.

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი ფაკულტეტის ადმინისტრაციას ორ მოთხოვნას უყენებს: 

1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად.

„20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის  მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.

სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.

ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.

გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:

1.         არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

2.         არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნულია პეტიციაში.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics