2019-06-21 00:22:56, 980 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ
ამერიკის საელჩო საქართველოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ექსპრესნიუსი“ საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან