2019-06-20 22:56:00, 911 ნახვა
პოლიტიკა
„გადადექით, დაბრუნდით რუსეთში“ - პარლამენტში გახარიამ და სამადაშვილმა იკამათეს
პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იკამათეს.
ენმ-ს დეპუტატმა შს მინისტრს გადადგმისკენ მოუწოდა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.
„არანაირი უფლება არ გაქვთ იკავებდეთ დაკავებულ თანამდებობას. ბატონ კობახიძესთან ერთად მიბრძანდით, დაბრუნდით მოსკოვში, ბატონი გიორგი, მიხედეთ თქვენს ბიზნესს... ველოდებით როდის გააკეთებთ განცხადებას“, - მიმართა სამადაშვილმა გახარიას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან