00:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 17:48:44, 1145 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ჯაღმაიძე - გავრილოვმა საპატრიარქოს განუმარტა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია

საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეასა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 19 ივნისს ასამბლეის პრეზიდენტსა და რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს სხვა სასულიერო პირებთან ერთად ესაუბრა.

როგორც დეკანოზი Facebook-ზე წერს, გავრილოვმა სასულიერო პირებს განუმარტა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია. მისივე თქმით, მათ გავრილოვს უთხრეს, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "წუხილი გადასცეს":

"მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე", - წერს დეკანოზი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics