02:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 13:30:03, 1017 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს

"დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატების, მათ შორის სერგეი გავრილოვის ვიზიტს უკავშირდება. 

ივანიშვილის განცხადებით, ეს პროტოკოლური შეცდომა იყო. 

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, - ნათქვამია განხადებაში. 

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics