2019-06-20 12:27:56, 989 ნახვა
პოლიტიკა
„ღირსების აქცია“ - ოპოზიცია პარლამენტში რუსი დეპუტატის ყოფნას გააპროტესტებს
დღეს, საღამოს 19:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქცია გამართავს.
ისინი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნას გააპროტესტებენ.
ოპოზიციის წევრები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„ვიკრიბებით ღირსების დასაცავად საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან