|
2019-06-18 16:23:28, 1471 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - სიბრიყვეა გავრილოვის შემოშვება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა
სისულელე და სიბრიყვეა გავრილოვის შემოშვება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვის თბილსიში ვიზიტს. დეპუტატის განამრტებით, ხელისუფლებამ გავრილოვი ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას. „რატომ შეიძლება სუვერენულმა ქვეყანამ არ განიხილოს საკუთარ ქვეყანაში არ შემოშვება ადამიანის ვისაც საკუთარ ბიოგრაფიაში უწერია, რომ აფხაზეთის ომში რუსულ მხარესთან ერთად იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ იმ ომში, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ათასი უბედურება. რა სისულელე და სიბრიყვე არის გაეროს ანალოგიის მოყვანა, რა გაეროს სხდომა ტარდება თბილისში?-რა სისულელეა. ეს არის სუვერენული უფლება, არანაირი ახსნაც კი არ სჭირდება სამართლებრივი თვალსაზრისით, პოლიტიკურად კი სჭირდება. ვის შემოუშვებს საქართველოს მის ტერიტორიაზე და ვის არა, ეს არის საქართველოს გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს უფლება არ უნდა გამოიყენო უაზროდ, მაგრამ უაზრობაა იმ კაცის არ შემოშვება იმ შენ ტერიტორიაზე, რომელიც შენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა იარაღით ხელში და ახლა სიტყვით და პოლიტიკურად აგრძელებს ამ ბრძოლას? მაგისთვის ჩამოდიან, რომ კლიმატი შექმნან, რომ ეს არის ნორმალური ამბავი მინიმუმ ან რომ რაღაც მორალური უპირატესობა აქვთ. ეს ძალიან კარგად ემთხვევა სხვა მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ეს არ ესმის ან უარეს შემთხვევაში - ესმის და ამას აკეთებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)