02:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 22:51:28, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება

ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის  ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება. - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცეთ ამ უწყებას და გავაუქმებთ გამოცხადებულ ქუჩების პატრულირებას, რომელიც უნდა დაწყებულიყო ხვალ. ანუ ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ნურაფერი შეეშლება, ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან", - თქვა მან ვერის ბაღში.

ლევან ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ "წყნარ, მშვიდ რეჟიმში" ილოცებენ და ეცდებიან, რომ ამ კვირამ მშვიდად ჩაიაროს.

"ყველა ვინც ჩაეწერა სახალხო რაზმებში, გაერთიანდა ერთადერთი მიზნით - ვხედავდით, რომ გარე ძალები, გამოხატული გლობალისტების ორგანიზაციაში, მიერეკებიან ჩვენს ტრადიციულ ქვეყანას დაპირისპირებისკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი იქცეს ბრბოდ, შეასკდეს სახელმწიფოს და დაიწყოს ქვეყანაში სისხლისღვრა და დიდი არეულობა. ჩვენ ყველანი, აქ დამსწრენი და ბევრად უფრო მეტნი, ვლოცულობდით და ვფიქრობდით რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა რაღაცნაირად ფიანდაზად გავეფინოთ ამ სიტუაციას, გავწიროთ ჩვენი თავი... ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ამის სანაცვლოდ სწორედ ჩვენ დაგვარქმევენ ექსტრემისტებს, ფაშისტებს, მოძალადეებს, ჩვენ დაგვცინებენ, ჩვენს ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ და ის სიმწარე, ის უსამართლობა, ის დაცინვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა და მათ შორის მეც გადავიტანეთ და ალბათ კიდევ გადავიტანთ, მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ არ გვაშინებს", - თქვა ვასაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics