00:22 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 13:18:58, 1141 ნახვა

პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი - თემირლანის დიპლომს ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე გადავახევ

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის იმ სტუდენტებს შეხვდა, სადაც მისი შვილი სწავლობდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმედი აქვს სტუდენტები გვერდში დაუდგებიან და საჭირო ხელმოწერებს შეაგროვებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისთვის.

„მთელ საქართველოს მასშტაბით, ყველას სტუდენტს მოვუწოდებ, ამ კოლეჯის სტუდენტებს მოვუწოდებ დამიდგნენ გვერდში ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად. მეოთხე დღეა ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების მოგროვება და ეს ხელმოწერები გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, რის შედეგადაც მე ვიქნები დარწმუნებული, რომ შემდგომ შექმნან დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. თემირლანმა ამ კოლეჯიდან აიღო დიპლომი, რითაც იყო ძალიან კმაყოფილი, რომელ დიპლომსაც მე დღევანდელ ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე დავახევ“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics