|
2019-06-16 15:04:20, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ილია მეორე - უნდა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს.- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. "დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით. ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. მას არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე. ადამიანს სჭირდება მადლი ღვთისა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაერთიანდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი და ძალა ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა." - განაცხადა ილილა მეორემ ქადაგებისას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)