|
2019-06-15 11:10:54, 1478 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის
აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში და ახლა დადგა ეკონომიკური მიმართულების წამოწევის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. "დემოკრატიის მშენებლობისკენ მიზანმიმართული სვლა მოიცავს სასამართლო სისტემას, რომელიც ქმედითად მუშაობს; წარმომადგენლობით დემოკრატიას, რომელიც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. ამ რეფორმების შედეგად საქართველო იქცა მსოფლიოში ბიზნესის კეთების ყველაზე მარტივ ქვეყანად. მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რითაც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოვყალიბდით. ჩვენი ძალისხმევის შედეგად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე ვიმყოფებით. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ: თავისუფალი პრესიდან ეკონომიკურ ზრდამდე, რომელიც წელს დაახლოებით 6% იქნება, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებამდე და სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რთულ სამეზობლოში იმყოფება, ჩვენ პოზიტიურ გამონაკლისად მივიჩნევით და ყველა მეზობელი ქვეყნისთვის სანიმუშო მაგალითი ვართ. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვანი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. "გვსურს, მეტი ამერიკული კომპანია ვიხილოთ საქართველოში და მეტმა ამერიკულმა კომპანიამ გამოიყენოს პლატფორმად საქართველო სამყაროს ჩვენს ნაწილში სავაჭრო ურთიერთობებისა და პროდუქციის რეალიზაციისთვის, ვინაიდან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი სამომხმარებლო ბაზარია", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. გამოსვლის დასასრულს, მამუკა ბახტაძეს, დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)