|
2019-06-14 12:35:11, 1002 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია პირადი ცხოვრების კადრებზე: ხელისუფლება ან ხელს აფარებს დამნაშავეებს ან, საქმეს ვერ იძიებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში, მან კონკრეტული გვარი აღმოაჩინა, რომლის დასახელებისგან თავს იკავებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეს შეგრძნება, რომ ისინი არიან დაცულები, რომ მათი კონსტიტუციური უფლება, მათი პირადი სივრცე, მათი ოჯახური საიდუმლოება იყოს დაცული და ხელშეუხებელი. მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ადამიანი, რომელიც არათუ არ ექვემდებარება არანაირ ზეწოლას, არამედ ყოველთვის მომიძებნია საკუთარ თავში ძალა რომ სხვისთვის მიმიცია მაგალითი ასეთ დროს როგორ უნდა იბრძოლო შენი და სხვისი უფლებების დასაცავად. ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა, როგორც პრეცედენტი, სამწუხაროდ, ადამიანებზე შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის, ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რომლის დროსაც მოხდა ადამიანების შანტაჟი, მათი ოჯახის საიდუმლოებითა თუ უკანონო ჩანაწერებით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ველოდები იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შინაგაან საქმეთა მინისტრის მხრიდან, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მან თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული დანაშაულის ჩანდენი პირველი წყარო, თუმცა ამ დრომდე მე არ მაქვს ამაზე პასუხი, არა მაქვს არც იმის განცხადა, რომ შესაძლებელია ადამიანები რეალურად იყოს გამოძიების მიერ დადგენილი. მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, რომ მსგავსი რამ ჩემი გაჩერებისთვისა და დადუმებისთვის მოხდა. თუ ეს ასე არ არის მაჩვენონ სხვა რამე, სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელდ რა ხდება. ჩვენ გვაქვს ყრილობა ახალი პარტიის დაფუძნების და მე არ მინდა ყრილობამდე ამ თემებზე უფრო მეტი დეტალების თქმა და საუბარი, თუმცა ყრილობის შემდეგ მე ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან მოვისმინო უკვე პასუხიმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია. თუ ამ საქმეს ვერ ადგენენ დღევანდელი ძალოვანი უწყებები, ეს არის ან სისუსტის მაჩვენებელი, ან იმის, რომ ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ბესელიას განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, იცნობს მასალებს, სადაც არაერთი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. „კითხვებს ვსვამ, რომ დაემთხვა რაღაც გარემოებები ვიღაცის გვარს, სადაც გარკვეული პირთა ჯგუფი მიცემულია პასუხისგებაში და იგივე ქმედებისთვის არ არის სხვა რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული. თუ ვლაპარაკობთ კანონის წინაშე თანასწორობაზე, მაშინ, ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს მიდგომა. დაემთხვა გვარი, მე ხომ არ ვამბობ, რომ ის ადამიანია მონაწილე“, - განაცხადა ბესელიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)