|
2019-06-13 16:56:39, 1594 ნახვა
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თეა ახვლედიანი უწყებაში შრომითი მიგრაციის საკითხებს უხელმძღვანელებს. თეა ახვლედიანი 2014 წლიდან ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან, საქმიანობას შეუდგა საქართველოს საგარეო უწყებაში, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით დეპარტამენტის დაარსებიდან, შესაბამისი დიპლომატიური საფეხურების გავლით, სხვადასხვა შესაბამისი პოზიციიდან მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. თეა ახვლედიანი ორჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (2004 წელს და 2008-2014 წლებში); ხოლო 2004-2008 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩევლის თანამდებობას. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებისა და ევროინტეგრაციის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პარალელურად, თეა ახვლედიანი, მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით, სავიზო დიალოგის წარმოებაზე; ასევე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს. თეა ახვლედიანი არის კარიერული დიპლომატი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგით, რომელსაც განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული აქვს ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics და დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)