|
2019-06-13 11:43:24, 1062 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა
"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე, დატოვა. როგორც პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განმარტა, თუ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე დიალოგი არ დაიწყება, საარჩევნო კოდექსში ყველა სხვა ცვლილების შეტანის განხილვა მეორეხარისხოვანია. "ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნაა, რადგან ეს სისტემა გულისხმობს უფრო ადეკვატურად, მანდატების განაწილებას ხალხის ნების პროპორციულად. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სერიოზული დისკუსია დაიწყოს იმაზე, თუ როგორ გადავიდეთ დღეს არსებული მანკიერი საარჩევნო სისტემიდან უფრო ადეკვატურ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ დღეს და ველოდებით, რომ გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული პასუხი უმრავლესობის მხრიდან. ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხებია, მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მაგრამ არც კი შეედრება ამ საკითხის მნიშვნელობას. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯამში , გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა დავტოვეთ. დიდი საკითხები პატარა საკითხების მძევალი და მათი მოწყალების იმედად არ უნდა იყოს. ოპოზიციასთან შეთანხმება იმაზე, რომ 2024-დან ყოფილიყო პროპორციული სისტემა, არ ყოფილა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020-ში ყოფილიყო, უბრალოდ,მაშინ ისეთი ტრიუკი ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ", ისეთი ტიპის სისტემა შემოგვთავაზა 2020-სთვის, რომელიც ჩვენ მაშინ მუსოლინის სისტემას შევადარეთ, ანუ, ყველა გაუნაწილებელი მანდატი რომ მათ წაეღოთ. ეს კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არსებული შერეული სისტემა არის. ბუნებრივია, ამაზე მთელი პოლიტიკური სპეკტრისგან, მათ შორის, ვენეციის კომისიისგან უარი მიიღეს. ეს არის არასწორი ფაქტი, რომელსაც პარლამენტის ხელმძღვანელობა ხშირად იმეორებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)