|
2019-06-13 10:41:50, 1019 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ქორი გარდნერი - ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს
აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის - კოლორადოს წარმომადგენლის რანგში, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - საქართველოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა კოლორადოს შტატიდან, ქორი გარდნერმა ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებაზე სენატორმა გარდნერმა მამუკა ბახტაძეს აშშ-ის სხვადასხვა შტატში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მშობლიურ კოლორადოში მიიწვია. მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველო სტაბილურად ავითარებს დემოკატიას და აშშ-თან პარტნიორობას, რაც მისასალმებელია. "გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და ერთგული მოკავშირეა. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. როდესაც გლობალურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქართველო იმ პატარა ქვეყნად წარმოგვიდგება, რომელიც უმაღლეს წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას, ავღანეთსა და ერაყში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაძლევისკენ მიმართულ მისიებში. როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელს, გულით მახარებს ის დიდი წინსვლა, რაც მიღწეული იქნა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. განსაკუთრებით მახარებს, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე შტატი მოიარა ბიზნესწრეების ლიდერებთან და ინვესტორებთან შესახვედრად და საქართველოსთან გაზრდილი ვაჭრობისა და კომერციის წასახალისებლად. საქართველოს, როგორც პარტნიორს, უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს და შეუძლია ამერიკული კომპანიებისთვის ხელშემწყობი პირობები შექმნას წარმოებისთვის, ევროპისა და აზიის დიდ ბაზრებზე პროდუქციის გატანისთვის", - განაცხადა სენატორმა გარდნერმა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს და კონგრესი მომავალშიც გააგრძელებს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „რუსეთს განუხრელად მოვუწოდებთ, შეწყვიტოს აგრესია და საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვეზიარო სახელგანთქმულ ქართულ სტუმართმოყვარეობას და ამერიკაში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდებული შტატის წარმომადგენლის რანგში იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს", - განაცხადა ქორი გარდნერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმომიღებაზე უმასპინძლა. ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)