|
2019-06-11 21:36:48, 1127 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე უსაფრთხოების სფეროში დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა
უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია. "ჩვენმა მეგობრობამ დროის ქარტეხილებს გაუძლო, ხოლო ჩვენი კავშირები ბრძოლაში გამობრძმედილია. ავღანეთში ჩვენ გვერდში ვუდგავართ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი უმსხვილესი წვლილის შემტანი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მებრძოლთა რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს თავსებადობა ნატოსთან იზრდება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვის სფეროს - შედეგად, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, ასევე აშშ-საქართველოს სხვა ორმხრივი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიების დაცვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში", - აღნიშნა პრემიერმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)