|
2019-06-11 14:05:23, 1084 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია „ოცნებას“ - გახარია ღიმილისმომგვრელს უწოდებს ყველაფერს - შეაშრება ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ!
„თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ყველაფერს, შეაშრება მას ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ!“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენრტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც საარჩევნო უბნებზე ე.წ. ძველი ბიჭების შესაძლო ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. ბოკერიამ საარჩევნო დღე შეაფასა. „არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ ტრადიციული პაკეტი ივანიშვილის გუნდის - დაჭერილი ადამიანების ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მთელი გამგეობის ხალხის ნათესავები, ამ სიპ-ებისა და აიპ-ების ხალხი გამოჭიმული უბნებზე. არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ ტრადიციული პაკეტი ივანიშვილის გუნდის - დაჭერილი ადამიანების ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ლობებში, „იმედით“ დაწყებული სოცქ-სელებით გაგრძელებული და ა.შ. აი ამ ორი ამაზრზენი პოლიტკური წარმონაქმნის ნაცვლიშვილისა და შალვა რამიშვილის მეთაურობით. მინდა ყურადღება გავამახვილო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებაზე. როცა ჩვენ ეს ბრალდება დავაფიქსირეთ და ფაქტები წარმოვადგინეთ, მთელი პაკეტი მივიღეთ თქვენგან. რა თქმა უნდა, ადამიანებს, ვინც ნასამართლევია, უფლება აქვთ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ოღონდ თუ ირკვევა, რომ ადამიანი ჯერ ნასამართლევი იყო მკვლელობაში თანამონაწილეობაში, მერე მცდელობაში, შემდეგ ბრალი ჰქონდა წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის თქვენი მთავრობის დროს და ყველა ჯერზე „გამოძვრა“ იმიტომ, რომ ვთქვათ, კალაძის და დემეტრაძის მეგობარია, ყველა არჩევნებზე გვერდით გიდგათ, უბანში ყველას აშინებს - ხვდებით ახლა რა ალიანსს ვგულისხმობ? თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე, მითხრა, რომ ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. მე გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს ყვებით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება მას ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ. თქვენ აქ ხშირად საუბრობთ ხოლმე წარსულზე. რეჟიმზე. მინდა გკითხოთ, კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი ფაშისტურის გარდა რომელი იყო? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც ბოლოსაც კი, 9 აპრილს მოქალაქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკას ინსტრუქტორი, გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის მერე, გყავთ გუგული მაღრაძე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს?“ - მიმართა უმრავლესობას ბოკერიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)