23:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 12:54:58, 1061 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - სახელმწიფო ინსპექტორად შსს-ს წარმომადგენლის არჩევა შიშის მაჩვენებელია - „ოცნება“ ცდუნებას ვერ უძლებს

ის (ლონდა თოლორაია) წარმოადგენს სისმტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელია პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შსს-ს წარმოამდგენლი არჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე ინტერესთან კონფილიქტს წარმოშობს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება ძალიან გავს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სასამართლოს მიმართ მორჩილ დამოკიდებულებას, სადაც არსებობს ძალოვანი უწყებიდან სასამართლოში გადასვლის ტენდენცია.

„ჩვენ მაგიდაზე დაგვხვდა დღეს რაღაც სამახსოვრო რამდენიმე სიმბოლური ნივთი, სადაც წერია, რომ „სტაბილურ დემოკრატიას სჭირდება ძლიერი პარლამენტი“. დიახ, ძლიერი პარლამენტი სჭირდება დემოკრატიას და ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკისა და კონსტიტუციური გარანტიების რეალიზებას. ამ სიძლიერეს განაპირობებს პარლამენტის პრინციპულობა და ის კონსტიტუციური ვალდებულება რაც გვიწერია, რომ ქვეყნის საშიანაო და საგარეო მიმართულებებს ქმნის პარლამენტი. ის განწყობა და ის დამოკიდებულება, რაც ჩანს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, აკნინებს ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას.  ინ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ არსებობს ასეთი სუსტი და მორჩილი დამოკიდებულება პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან, როდესაც არსებობს ძალიან დიდი საფრთხე, რაც ჩვენ ავიცილეთ დეკემბრის ბოლო კვირას, ის არ განმეორეს ახლა, ამ ზაფხულს, ახალი სიის შემოსვლით, რასაც პარლამენტი ელოდება და რომ ვაკვირდებით ამ პროცესს. ვერაფერს ვერ ვხედავ მე პირადად სანუგეშოს, იმიტომ რომ იქაც ტენდენცია ძალოვანი უწყებებიდან, სასამართლოში გადმოსვლისა და არ მინდა ახლა პერსონებზე საუბარი, მაგრამ ეს ტენდენცია არის სახიფათო. აი მ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც არის ჯერ იმ პროკურატურის წარმომადგენელი, რომლის გამო ჩვენ ჯერ საერთოდ საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მივიღეთ 2013 წელს პარლამენტში და რისთვისაც ეს მექანიზმი შეიქმნა და დღეს ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის თანამშრომლები შესაძლო დანაშაულზე შეიძლება ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს, ეს იცით რისი მაჩვენებელია?! როდესაც უკან იდგმება ნაბიჯი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, ასე იქცეოდა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც მოხდა სისტემური დარღვევები, ამ გზაზე დადგა დღეს სამწუხაროდ მმართველი პარტია, ეს ძალიან სახიფათო სიგნალია. ის წარმოადგენს სისმტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია ასეთი გადაწყვეტლება. ეს არის შიშის გამოხატულება. როდესაც იწყებ კადრების ძებნას არა გარედან, როგორც ქალბატონი ქალდანი შევარჩიეთ თავის დროზე და ცდუნებას გავუძელით რომ პოლიტიკასთან აფილირებული არ ყოფილიყო, ახლა მეშვიდე წელს ცდუნებას ვერ უძლებს მმართველი პარტია, შიშის ბრალია ეს, მაგრამ შიში ვერ დაძლევს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს“, - გაანცხადა ეკა ბესელიამ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, ერთ-ერთი კანდიდატი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics