23:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 13:34:37, 1410 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე - როცა „ოცნებას“ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა აქვს, „მოძველბიჭო ელემენტების“ გამოყენება, გაუგებარია

 „დაუშვებელია, რომ სახელმწიფო, პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ოთარ კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი, გაუგებარია არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტები რასი სჭირდებათ.

„ძალიან შემაშფოთელია, ის ფაქტი, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან ჰყავს მობილიზებული ის ელემენტები და იმ სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი კანონმორჩილი მოქალაქეების საკუთრებასა და ჯანმრთელობას უქმნიდნენ საფრთხეს. არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ სახელმწიფო, პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და მმართველი პარტია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი. ეს ანგრევს თვითონ სახლმწიფოს ფუნდამენტს, ვინაიდან შეუთავსებელია ერთმანეთთან დანაშაული, კრიმინალი და სახელმწიფო როგორც ასეთი. ამიტომ მოგიწოდებთ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ამ ფაქტს მისცეთ შესაბამისი პოლიტიკური შეფასება, რადგან უნდა გადაწყდეს, ჩვენ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ - იმ ქვეყანას ვაშენებთ და ისეთ გარემოში ვზრდით ჩვენს შვილებს, სადაც მოდაშია და მისაბაძი მაგალითია „მოძველბიჭო ელემენტი“, ჩაცუცქული, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს კანონმორჩილ მოქალაქეებს, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში უკანონოდ, რომელიც ზეწოლას ახდენს თავისუფალი ნების გამოვლენაზე, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი თავისუფალ, ნორმალურ გარემოში. იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი და თქვენ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა გაქვთ, ამ ფონზე კიდევ კრიმინალური სამყაროს გამოყენება საერთოდ გაუგებარია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics