|
2019-06-09 11:41:38, 996 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, რაც მათ გარდაუვალ მარცხს მოასწავლებს
„ეს იყო პროცესში დაძაბულობის ხელოვნურად შეტანის მცდელობა", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრების, ელენე ხოშტარიასა და და ნინო გოდუაძის ცესკოში ვიზიტი. კობახიძის თქმით, მსგავსი ფაქტები ყოველთვის იმას მიუთითებს, რომ ოპონენტები პოლიტიკური მარცხისთვის ემზადებიან. „კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ - მთელი ამ წლების განმავლობაში, არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები და პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა არის, ამასაც მიჩვეული ვართ, და ვიცით რისი ნიშანია ეს - ესაა ყოველთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, ისინი ემზადებიან ხოლმე გარდაუვალი დამარცხებისთვის. მოვუწოდებთ ოპონენტებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და მისცენ როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მშვიდად მუშაობის საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა საარჩევნო უბნებთან პარტიის წარმომადგენელთა სიით ხელში ყოფნაზე. მისი თქმით, ეს ამომრჩეველთა მობილიზაციაა და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. „თუ აქ ჩვენ ამომრჩეველთა მობილიზაციას ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. ეს არის ამომრჩეველთა მობილიზება და მთავარია, მან არ შეიძინოს რაიმე ტიპის ზეწოლის სახე და ეს თავიდან უნდა ავირიდოთ. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩევლებს არ ხდება, უბრალოდ ხორციელდება ამომრჩეველთა მობილიზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მეტ ამომრჩეველს ჩამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბანზე, მით უკეთესია ეს დემოკრატიული პროცესისათვის. ამის გაკეთება ჩვენს ოპონენტებს არც შეუძლიათ და ისინიც აკეთებენ ამას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ამომრჩევლის აქტიურობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ 10 საათის მდგომარეობით, ის პირველ ტურთან შედარებით 31%-ით მეტია. „მეორე ტური თავისთავად ცხადყოფს დემოკრატიის და არჩევნების მაღალ სტანდარტს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული დამკვიდრდა. პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში. ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოვუწოდებთ. 10 საათის მდგომარეობით, 31%-ით მაღალია მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება ასეთი მაღალი აქტივობა, იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შეფერხების გარეშე გაიხსნა ოცდათერთმეტივე საარჩევნო უბანი. რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)