|
2019-06-08 10:51:28, 994 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად
ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. „28 წლის განმავლობაში ჩვენ მივყვებით ჩვენს დემოკრატიულ კურსს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 28 წლის წინ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები ამ გზაზე, ვაშენებთ რა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვავითარებთ მართლმსაჯულების სისტემას და ანგარიშვალდებულ წარმომადგენლობით დემოკრატიას. ამ რეფორმების შედეგად საქართველო იქცა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, ბიზნესის წარმოებისა და ჩვენს ქვეყანში, ჩვენს მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების კუთხით. ნელ-ნელა საქართველო იქცევა რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად. ჩვენ წინ მივიწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შემოღებისკენ საფრანგეთთან და ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად, ჩვენ ვართ მე-6 ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. Fraser Institute-ის მონაცემების თანხმად, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე, აშშ-ის შემდეგ. ღია მმართველობისადმი ჩვენი ერთგულების აღიარებაა ის ფაქტი, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსის საჯარო ინფორმაციზე წვდომის კატეგორიაში ჩვენ ვართ მე-5 ადგილზე. ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა ძირითად კატეგორიაში, დაწყებული პრესის თავისუფლებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო რჩება ეკონომიკური ზრდის ლიდერად ფართო რეგიონში, რომელიც 28 ქვეყანას მოიცავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვაშენებთ მრავალგანზომილებიან ბიზნესცენტრს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ გვაქვს წარმატების ყველა წინაპირობა და მიზანმიმართულად მივიწევთ წინ. ჩვენს ქვეყანას ჰყავს 8,5 მილიონი სტუმარი ყოველწლიურად. წელს ეს რიცხვი 9 მილიონს გადააჭარბებს. მაშინ, როცა თავად ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა კიდევ უფრო მეტის მიღწევა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჟაკლინ მილერი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)