22:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:24:52, 913 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა მაღაროელების გაფიცვაზე: კერძო ბიზნესს უნდა მივცეთ საშუალება, ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი

 „ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაფიცული მაღაროელები და დამსაქმებლები პროცესს პასუსიხმგებლობით მოეკიდნენ და შეთანხმება შედგა.

„უშუალოდ ვიყავი ჩართული ჭიათურის საკითხის გადაწყვეტაში. ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ. ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები, გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის. ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როდესაც მათ გარკვეული დრო გაატარეს, თავიანთი პოზიციების შეჯერებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ ჭირს ბოლომდე კომუნიკაციის დამყარება და გაჩნდა ნამდვილად საჭიროება, რომ ჩვენ, მე და ჩემი კოლეგები ჩავსულიყავით უშუალოდ და მიგვეღო მონაწილეობა მედიაციაში, რაც დასრულდა კონსენსუსით და ეს არის წარმატებული მაგალითი მედიაციის.

სახელმწიფო, როგორც წესი, ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს. თუმცა გავითვალისწინეთ რა,  ჭიათურა და ზესტაფონი არის უდიდესი სისტემის შემქმნელი კომპლექსი, ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ჩვენთვის, გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში არის სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი და აქედან გამომდინარე რიგი საკითხები იყო ისეთი, სადაც ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ ამ ინვსეტორთანაც და სხვა ინვესტორების მიმართ. კერძოდ, რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, აქედან გამომდინარე ჩავერთეთ მედიაციაში. ის, რომ შედგა კონსენსუსი, ეს შესაძლებლად გახადა, ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ. მე ვგულისხმობ კომპანიას და მაღაროელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და შედგა შეთანხმება.

ზოგადად, ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება კერძო ბიზნესს და ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკისაც კერძო ინვესტიციაზე დაფუძნებით, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსესები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics